თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ქრისტეს მიერ ჩინებულ ვართ, რაჲთა ჩუენ დავიმკჳდროთ სასუფეველი, ხოლო აღთქუმულისა მის ჩინებისა და რჩეულებისა დამტკიცებაჲ ჩუენ ზედა არს, რაჲთა ვიდოდით გზათა მუნ მიმყვანებელთა, რომელ არიან კეთილნი საქმენი, რომელთა მოქმედებასა უწოდს ბჭე უცთომელად შემყვანებელ საუკუნესა მას სასუფეველსა, რომელი-იგი ამისთჳს ძისაჲ არს, რამეთუ ყოველივე მამისაჲ მისი არს.
2 პეტრეს წერილი 1:10
9. ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.11. ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი.
2 პეტრეს წერილი თავი 1