თარგმანი: ვინაჲთგან მითვე სულითა ღმრთისაჲთა იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, ამისთჳსცა ჴმასავე თანა მამისასა შეირაცხების მათი იგი წინა-მოსწავებაჲ ქრისტესთჳს, რომელი აწ მოციქულთა უმტკიცეს თუალით ხილულისა ჰრწმენა. რაჲსათჳსღა სიტყჳსა თჳნიერ? —ამისთჳს, რამეთუ საქმით აღსრულებაჲ წინაჲსწარ თქუმულთა მათთაჲ თუალითა იხილეს. ხოლო ვინაჲთგან უმეტეს ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა სახელ-ედვა იოვანეს, ვითარცა დამბეჭდველსა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთასა, ამისთჳს წამებასა მისსა წინა-უყოფს თავი მოციქულთაჲ ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რომელთა ეტყჳს უმეტესისა გულსავსებისათჳს, ვითარმედ: დაღაცათუ თაბორს სმენილსა ამას ჴმასა ვინმე იჭუეულ იყოს, რამეთუ არა ყოველთა ესმა, იოვანესი იგი წამებაჲ, მრავალთა მიერ სმენილობისათჳს ჩემგანცა უმტკიცესად სახელდებული, მტკიცედ შეიკრძალენ მან, რამეთუ იოვანე არს სანთელ წინა-მსრბოლ ნათლისა, და კმა არს ჟამ-ერთ სანთლის სახედ განათლებად წყუდიადსა გულთასა სიტყჳთა მით წამებისა მისისაჲთა ქრისტესთჳს. ამისთჳს იგი შეიკრძალეთ, ვიდრემდის მთიები ქრისტეს ქადაგებისაჲ აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა და ესრეთ მიიწინეთ დღესა მას...
2 პეტრეს წერილი 1:19
18. და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.19. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.20. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.
2 პეტრეს წერილი თავი 1