მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 1:4

3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო,4. რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ.5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება,
2 პეტრეს წერილი თავი 1
4. რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ.
თავი ა̂. ჩინებისათჳს სარწმუნოებისა და საქმეთა მიერ დამტკიცებისათჳს სათნოებათაჲსა სასოებითა საუკუნეთა მათ კეთილთაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა, რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა (1,2-4).:

თარგმანი: რომელნი-ესე მადლით გამოჴსნილ ვართ ცოდვათაგან, ამისდა თხოვად სწავლულ ვართ, რაჲთა მარადის ანგელოზსა მშჳდობისასა ვითხოვდეთ მშჳდობის-ყოფად პირველად შორის სულისა და ჴორცთა ჩუენთა. ამისსა შემდგომად — გარეთ მომავალთა ბრძოლათაგან სულიერთა და ჴორციელთა, კაცთა და ეშმაკთა მიერთა. ესევე ნიჭი მშჳდობისაჲ თჳთ დაგჳტევა ქრისტემან, რაჟამს თქუა: მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, და მოწაფეთა ჰრქუა: რაჟამს შეხჳდეთ სახლსა, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას. და აწცა მღდელი მრავალ-გზის იტყჳს: მშვდობაჲ ყოველთა; რამეთუ ესე არს დედაჲ სიხარულისაჲ, რომლისა განმრავლების მიზეზად აწ მოციქული მეცნიერებასა იტყჳს ღმრთისასა, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი მან თავადმან ქმნა ძლიერებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა, საცხორებელად კაცთა ქმნა და არა ხოლო საწუთრონი ესე, არამედ საუკუნენიცა იგი კეთილნი ჩუენ განგჳმზადნა. და აღუთქუამს მათ, რომელნი შეუდგენ მწოდებელისა მის ჩინებასა სათნოებისა მიდევნებითა, რაჲთა გზით იწროჲთ და ბჭით არა-ვრცელით შეიყვანნეს იგინი დიდებასა და ბრწყინვალებასა თჳსსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის