თარგმანი: ყოვლითავე ამით იგავითა უღმრთოთა ტანჯვისაჲთა და ღმრთისმსახურთა გამოჴსნისაჲთა სიმონიანთა წვალებასა განაქიქებს, ვითარცა ჴორცთა გულისთქუმისა მიდევნებულსა და ყოველთავე ზეცისა ძალთა და საღმრთოთა საქმეთა განგებასა მგმობართა, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ უნდა-ვე თუმცა ანგელოზთა, ფრიად ძლიერ არიან ბრძანებითა უფლისაჲთა მიჴდად მათდა პატიჟსა გმობისასა. არამედ ნებსით დაუმარხვან იგინი დღისა მისთჳს საშჯელისა. ხოლო იგინი ჰბაძვენ პირუტყუთა უგუნურთა, რაჲთა ესრეთ იქცეოდინ, ვითარცა მოსასრველად დაბადებულნი და პირუტყუთ სახედ უგულისჴმოებით მგმობარნი. ამისთჳსცა განიხრწნნენ, ვითარცა მოქმედნი ხრწნილებისა საქმეთანი, და მიეცეს სასყიდლად საქმეთა მათთა სატანჯველი საუკუნოჲ.
2 პეტრეს წერილი 2:10
9. მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;10. უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.11. მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე.
2 პეტრეს წერილი თავი 2