თარგმანი: ყოვლითავე ამით იგავითა უღმრთოთა ტანჯვისაჲთა და ღმრთისმსახურთა გამოჴსნისაჲთა სიმონიანთა წვალებასა განაქიქებს, ვითარცა ჴორცთა გულისთქუმისა მიდევნებულსა და ყოველთავე ზეცისა ძალთა და საღმრთოთა საქმეთა განგებასა მგმობართა, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ უნდა-ვე თუმცა ანგელოზთა, ფრიად ძლიერ არიან ბრძანებითა უფლისაჲთა მიჴდად მათდა პატიჟსა გმობისასა. არამედ ნებსით დაუმარხვან იგინი დღისა მისთჳს საშჯელისა. ხოლო იგინი ჰბაძვენ პირუტყუთა უგუნურთა, რაჲთა ესრეთ იქცეოდინ, ვითარცა მოსასრველად დაბადებულნი და პირუტყუთ სახედ უგულისჴმოებით მგმობარნი. ამისთჳსცა განიხრწნნენ, ვითარცა მოქმედნი ხრწნილებისა საქმეთანი, და მიეცეს სასყიდლად საქმეთა მათთა სატანჯველი საუკუნოჲ.
2 პეტრეს წერილი 2:12
11. მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე.12. ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან.13. ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.
2 პეტრეს წერილი თავი 2