მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 2:20

19. თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.20. რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.21. უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.
2 პეტრეს წერილი თავი 2
20. რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ, რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა, მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს. ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა. უმჯობეს იყო მათდა ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა (2,20-21).:

თარგმანი: ვინაჲთგან მწვალებელნი იგი სიმონიანნი მორწმუნეთა გარდააქცევდეს, არა ხოლო შჯულითა ბოროტად-მადიდებელ ყოფად, არამედ საქმითაცა ბილწ და არაწმიდა ყოფად, ამისთჳს მოციქული განაჩინებს, ვითარმედ უძჳრეს უმეცრისა და წარმართისა ცოდვისა არს ცოდვაჲ ქრისტეანისაჲ, წმიდათა მათ ქრისტეს მცნებათა დამტევებელისაჲ და შემდგომად ბოროტთა მათ გულისთქუმათა თჳსთა მიდევნებულისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის