თარგმანი: თჳსსაცა მოაჴსენებს, ვითარმედ ორ-გზის მიწერითა ებისტოლისაჲთა უმეტესად ცხად ჰყოფს წადიერებასა, რომელი აქუს ცხორებისათჳს მათისა. და კუალად სხუათაცა მოციქულთა ქადაგებასა დაუმტკიცებს, ვითარმედ ყოვლად ერთ-ჴმა არიან წინა-მოსწავებასა თანა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთასა, და ესრეთ განაღჳძებენ კაცთა ჰრულისაგან უდებებისა მოქმედებად მცნებათა ქრისტეს მაცხოვრისათა.
2 პეტრეს წერილი 3:1
1. ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს,2. რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.
2 პეტრეს წერილი თავი 3