თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სცა მას და ელის სინანულსა ყოველთასა. ამისვე პირისათჳს მისვე სულისა მიერ აღძრული პავლე ჴმობს, ვითარმედ: სიტკბოებაჲ და სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს, ხოლო შენ უნანელითა გულითა შენითა იუნჯებ რისხვასა. ამით ესევითარითა და სხჳთა მრავლითა მოსწრაფე არიან, რაჲთა ყოველნი სიწმიდით და ღირსებით განმზადებულ ყვნენ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა.
2 პეტრეს წერილი 3:14
13. ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.14. ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.15. ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.
2 პეტრეს წერილი თავი 3