მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 3:5

4. ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ.5. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ.6. ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
5. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ.
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.“ ().

„ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.“ ().

„ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.“ ().

1.

მათ არ მართებთ, რომ ყოველივე წმინდანთა ლოცვებს მიანდონ, თვითონ უქმად იყვნენ, ბოროტებას მიაშურონ და სათნოებისკენ მიმყვანთაგან არაფერს მოეჭიდონ; არც ის მართებთ, რომ კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ და იმ შემწეობას უგულებელყოფდნენ. რადგან დიდი ძალა შესწევს, დიდი ძალა, ჩვენთვის აღვლენილ ლოცვას, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენც ვშრომობთ. ამიტომაც პავლე, როცა მათთვის ლოცულობს, სარწმუნო დასაყრდენს კვლავ აღთქმიდან იღებს და ამბობს: „ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის