მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:11

10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით;11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი,12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...როგორ? სახარების მიერ, როგორც წერია: „სახარებითა მით“ (). ამისთვის ამბობს: „რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა“ (). რატომ ამბობს ამას გამუდმებით, როცა თავის თავს წარმართთა მოძღვარს უწოდებს? სურს დაარწმუნოს, როგორც ვთქვი, რომ საჭიროა წარმართებთანაც მიახლოება. ამიტომ ჩემს ტანჯვათა გამო ნუ დაეცემი სულით: დამხობილია სიკვდილის ძარღვები.

ამას ბოროტმოქმედივით კი არ ვითმენ, არამედ წარმართთა სწავლების გამო. ამასთანავე, სიტყვასაც სარწმუნოს ხდის. ამიტომაც ამბობს: „რომლისათჳსცა ესე მევნების, არამედ არა მრცხუნის. რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა“ (). მაგრამ არ მრცხვენია, ა...

სრულად ნახვა