მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:15

14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც.16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც.
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა. კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა. უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი. მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა; არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.“ ().

1. ცოცხალი სიტყვის სახე და მოღვაწეთა შეწევნა

საქმენი, რომელთა აღსრულებაც საჭირო იყო, მოწაფეს მხოლოდ წერილებით კი არ ასწავლიდა, არამედ უკვე სიტყვებითაც. ეს მან მრავალ ადგილას და სხვა წერილებშიც ცხადყო, როცა ამბობდა: „გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (); მით უმეტეს აქ. <span...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ფიგელოზ და ერმოგინე (1,15).:

თარგმანი: ფიგელოზ ებისკოპოზი იყო ეფესოჲსაჲ, და ერმოგინე ებისკოპოსი იყო მეღარისაჲ და იქმნეს მწვალებელ და წინა-აღუდგეს მოციქულსა. ხოლო ონისიფორე (1,16) ებისკოპოსი იყო კორონიისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის