მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:21

20. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი.21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროჲსაჲ ხოლო და ვერხლისაჲ, არამედ ძელისაჲცა და კეცისაჲცა, რომელნიმე პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ. უკუეთუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ამათგან, იყოს იგი ჭურ პატიოსან, წმიდა და საჴმარ უფლისა, ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა განმზადებულ.“ ().

1. დიდ სახლში ჭურჭელთა სხვადასხვაობა

მრავალ ადამიანს დღესაც აშფოთებს ეს კითხვა: რატომ რჩებიან ბოროტნი და არ იღუპებიან? ამის სხვა მრავალი მიზეზიც არსებობს: მაგალითად, რათა შეიცვალონ, რათა სასჯელის მეშვეობით მრავალთათვის მაგალითი გახდნენ; აქ კი პავლე მსგავს რამეს ამბობს. რადგან ამბობს: „სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროჲსაჲ ხოლო და ვერხლისაჲ, არამედ ძელისაჲცა და კეცისაჲცა“ (), და ამით ცხადყოფს, რომ როგორც დიდ სახლში ბუნებრივია ჭურჭელთა დიდი სხვადასხვაობა იყოს, ასევეა აქაც, მთელ სამყაროში; იგი ეკლესიაზე კი არ ამბობს ამას, არამედ მთელ ქვეყნიერებაზე. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის