...არაფერი მზაკვრული აქვს, ვინც მშვიდობით მოდის და დავას არ ეძებს; მათთან შეერიე, ხოლო სხვებთან საჭირო არ არის ლმობიერი იყო, არამედ მხოლოდ შენი მხრივ მშვიდობა შეინარჩუნე. და კვლავ ამბობს: „ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვნიან ლალვანი“ ().
2. ფუჭი ძიებებისაგან განშორება და მშვიდი სწავლება
ხედავ, როგორ განაშორებს მას ყველგან ასეთ გამოძიებებს? არა იმიტომ, თითქოს მას არ შეეძლო ისინი საკმარისად დაემხო, რადგან შეეძლო; და კიდეც რომ არ შესძლებოდა, ეტყოდა მას: „ეცადე, იყო შემძლე ასეთთა დასამხობად"; ისევე როგორც მაშინ ამბობს: „ეკრძალე საკითხავსა" (), და: „რამეთუ ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი" (); არამედ იმიტომ, რომ იცის: სრულიად უსარგებლოა ასეთ ბრძოლებში ჩასვლა და ამას არავითარი დასასრული არ ექნება, გარდა ბრძოლისა და სიძულვილისა, შეურაცხყოფისა და ლანძღვისა. ამიტომ ასეთ გამოძიებებს განერიდე....