...ჳდობით"** (). ხედავ, რომ ისინი, ვისაც სწავლა სურს, ასე უნდა მივიღოთ და მტკიცების დასრულებამდე მათთან საუბარი არასოდეს უნდა შევწყვიტოთ? „მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა" (). კარგად თქვა: „მონადირებულთა"; რადგან ჯერ კიდევ ცდომილებაში ცურავენ. იხილე, როგორ ასწავლის მოკრძალებულად აზროვნებას. არ უთქვამს: „იქნებ შენ შეძლო", არამედ: „მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან... და განიფრთხონ" (). და თუ რამე მოხდება, ყოველი უფლის მიერ ხდება; შენ რგავ, შენ რწყავ, ხოლო ის თესავს და ნაყოფს გამოაღებინებს.
ამიტომ ნურასოდეს ვიქნებით ისე განწყობილნი, თითქოს ჩვენ თვითონ ვარწმუნებდეთ ვინმეს, თუნდაც დავარწმუნოთ. და ამბობს: „მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა" ()....