მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:9

8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მოძღვრის შრომა და რჩეულთა ცხონება:

... ეპისტოლეებში ყველგან ამას სვამს და ამბობს: „მსგავსად სახარებისა ჩემისაო“, ან იმიტომ, რომ მისი დაჯერება საჭირო იყო, ან იმიტომ, რომ სხვებიც სხვა რამეს ახარებდნენ.

„რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი“ () — ამბობს. კვლავ თავისი თავიდან შეჰყავს ნუგეში, კვლავ — შეგონება, და ამ ორი რამით ამზადებს მსმენელს: ერთი — ვნების გადატანა იცოდეს, მეორე — ეს ამაოდ არ ჩაიდინოს. ერთი გზით — სარგებელს მიიღებს, მეორე გზით კი — ზიანიც მოადგება. რადგან რა სარგებელია, თუკი აჩვენებ, რომ მოძღვარი იტანჯება, მაგრამ უსარგებლოდ? გასაოცარი ის არის — თუ რაიმე სასარგებლოს ემსახურება, თუ მოწაფეთა სასარგებლოდ არის. „სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს“ (). ანუ, ამბობს, საერო ჯარისკაცები რომ ვყოფილიყავით, ანდა გრძნობადი ომი რომ გვებრძოლა, ამ ბორკილებს, ხელთა შემბორკველთ, შეიძლებოდა რამე...

სრულად ნახვა