მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:10

9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2016 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ, მაგალითად, კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან, თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში.

„ვინც თქვა არ იმრუშო, ისიც თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, რჯულის დამრღვევი ხარ.“ ().

ამასთან, ვნებებს შორის უხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ვნებებსაც მოიზიდავს. თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ.

მოწაფის კითხვაზე: რა გავაკეთო, რომ ღმერთს სათნო ვეყო?, - ცნობილმა ბერმა უპასუხა: განა ყველა კეთილი საქმე კეთილი არ არის? აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან. დავით მეფე იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან, შენც დაუკვირდი, რომელი ქველი საქმისკენ ისწრაფვის შენი სული, აკეთე იგი ღვთის სადიდებელად და სხვა მადლიც განმრავლდება შენში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვე სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი.

„შეინანეთ“! - ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.

„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ ა...

სრულად ნახვა