მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:7

6. რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი.7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს,8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს,
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ ().

1. საღმრთო წერილი და მოციქულის აღსასრულის ნუგეში

ყოველი მხრიდან მრავალი შეგონება და ნუგეში რომ მისცა, ბოლოს საღმრთო წერილთაგან მომდინარე ნუგეშსაც დასძენს, რომელიც უფრო სრულყოფილია; და სამართლიანადაც იძლევა ამდენ შეგონებას, რადგან დიდი და სამწუხარო რამ უნდა ეთქვა. რადგან თუ ელისემ, რომელიც მასწავლებელთან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იყო და მას სიკვდილის ჟამს მომაკვდავად ხედავდა, თავისი სამოსელი შემოიხია, რას ფიქრობ, რა დაემართებოდა მას, ვინც ასე უყვარდათ და თვითონაც ასე უყვარდა, როდესაც ესმოდა, რომ მასწავლებელი კვდებოდა და რომ მისი სიკვდილისწინა ჟამითაც ვერ ისარგებლა, რაც ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ამწუხრებს? რადგან გარდასული დროისათვის ისეთ მადლიერებას ვერ ვგრძნობთ, თუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:

...ჴსენე უფალო, ვითარიგი ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებითა და გულითა სრულითა და სათნოებაჲ წინაშე შენსა ვყავ“. იხილე პავლეცა, ოდეს ცნა მოახლებაჲ აღსასრულისა თჳსისაჲ, რასა ზედა იქადოდა: „ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“. რამეთუ ჭეშმარიტად ოდეს მოიწიოს ჟამი იგი აღსრულებისაჲ, ყოველივე სოფელი და საქმენი მისნი ვითარცა არარანი გამოჩნდებიან, და სათნოებანი ხოლო არიან ნუგეშინისსაცემელ სულისა მის, რამეთუ შუებისათჳს და განცხრომისა და სხუათა მათთჳს საქმეთა საწუთროჲსათა სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, ხოლო კეთილთა საქმეთათჳს სასყიდელსა მოველით მოღებად.

არა ჰხედავთა, დღესა მას სიკუდილისასა ვითარ შეაიწრებენ და შეაშფოთებენ სულსა ცოდვანი? ხოლო მწარესა მას ჟამსა შინა მოვიდის ჴსენებაჲ კეთილთა საქმეთაჲ და ნუგეშინის-სცის შეშფოთებულსა მას სულსა, ვითარცა-რაჲ ღელვაგუემულსა ეწიის მყუდროებაჲ შუენიერი. უკუეთუ არა გუაქუნდენ საქმენი კეთილნი, ჵ შიში იგი, რომელი მაშინ გუეწიოს ჩუენ! რამეთუ დაღაცათუ აწ არა ვიჴსენებთ შიშსა მას მაშინ მოწევნადსა, არამედ უეჭუელად მოწევნად არს, და თანაწარსლვაჲ არა ეგების. ამისთჳსცა მრავალნი ჟამსა მას ხილვათა საშინელთა ხედვენ და პირთა შესაძრწუნებელთა, რო...

სრულად ნახვა