მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 იოანე 1:11

10. ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ.11. საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი.12. დიმიტრის არა მარტო ყველა უმოწმებს, არამედ თვით ჭეშმარიტებაც; ჩვენც ვმოწმობთ და იცით, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.
3 იოანე თავი 1
11. საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი.
თავი ბ̂. დიოტროფოჲს სიხენეშისათჳს და ძმათმოძულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი (1,11).:

თარგმანი: რომელი კეთილსა იქმოდის, არა უჴმს მას ხედვაჲ სახეთა ბოროტისათა, არამედ სახეთა კეთილისათაჲ, და დაღათუ იხილოს ვინმე ბოროტისა საქმედ, ამის მიერ შეიჭურნენ არა-ბაძვად მისსა, ვითარმედ ბოროტის მოქმედი არა ხოლო შვილებისაგან, არამედ ხედვისაგანცა ღმრთისა განვარდების, რამეთუ ხედვა ღმრთისა არს ჭეშმარიტებით ცნობაჲ მისი, ვითარმედ არავისი სხჳსა. უღირს მორჩილებაჲ, არამედ მისი ოდენ, რომლისა მიერ დაბადებულ არს. ხოლო კეთილის მოქმედი მონებისა წილ პატივსა შვილებისასა ღირს იქმნების, რაჲთა იხილოს მან ღმერთი წმიდათა თანა გულითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის