მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 იოანე 1:4

3. რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.4. რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები.5. საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებ ძმებისა და უცხოთათვის,
3 იოანე თავი 1
4. რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები.
თავი ა̂. ლოცვაჲ სრულებისათჳს და მადლობისა აღსაარებისათჳს, სტუმართმოყუარებისა ძმათაჲსა ქრისტესთჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და მშჳდობად, ვითარცა-ეგე წარუმართებიეს სულსა შენსა. რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ. სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ (1,2-4).:

თარგმანი: რომელი ეგოს მას ზედა, რომელი მიეღოს, ესევითარი იგი დღითი-დღე წარემატების უმჯობესისა მიმართ, და ესრეთ მოიგებს მშჳდობასა შორის სულისა და ჴორცთა თჳსთა, და კუალად მშჳდობითა მით უმეტესი შეეძინების წარმატებაჲ სულიერი. ამისთჳს ღმრთისმეტყუელი ამას ასწავებს გზად წარმართებისა, რაჲთა მტკიცედ დგეს კაცი მოძღურებასა შინა სახარებისასა, და ესრეთ მიემადლოს ჭეშმარიტებით სლვაჲ, რაჲთა აღვიდოდის სისრულისა მიმართ და სიხარულ იქმნეს და ჭეშმარიტად მსგავს შვილ ღმრთისა და ქადაგისა მისისა, რომელთა არარაჲ უსახარულევანეს უჩნს უფროჲს ცხორებისა კაცთაჲსა, რაჲთა ვიდოდინ გზათა მშჳდობისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის