თარგმანი: იგივე და ერთ იყვნეს ძმანი და უცხონი და ამისთჳს მაქებელ ექმნების მოციქული გაიოსს, რამეთუ ზოგად შეიკრიბნა ძმათმოყუარებაჲ და უცხოთმოყუარებაჲ, რამეთუ ძმანი იყვნეს ერთსარწმუნოებისათჳს და უცხო — სტუმრობისათჳს, რომელნი-იგი მიმორბიოდეს მსახურებასა მას სახარებისა ქადაგებისასა, და არარაჲ აქუნდა მათ თანა წარმავალთაგანი, არამედ მხოლოდ ყოველთა გამომზრდელსა მას ესვიდეს ჴელსა ღმრთისასა. ამისთჳს უცხოთ შემწყნარებელი და მსტუმრებელი და განმსაგზლველი მათი მას თავადსა შეიწყნარებს, რომელი იტყჳს: რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარებს. და კუალად, თანაშემწე იქმნების ჭეშმარიტებისა, ვითარცა საჭიროჲსა საზრდელისაგან უზრუნველმყოფელი ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათაჲ. ამისთჳს ქებაჲ მისი განითქუმის შორის შესაკრებელისა წმიდათაჲსა.
3 იოანე 1:6
5. საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებ ძმებისა და უცხოთათვის,6. ეკლესიის წინაშე რომ გვიმოწმეს შენი სიყვარული; კარგს იზამ, თუ ისე წარგზავნი მათ, როგორც შეშვენის შენს ღვთისმსახურებას.7. რადგანაც მისი სახელისათვის გამოემართნენ და არაფერი წამოუღიათ წარმართთაგან.
3 იოანე თავი 1