თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოღუაწებისათჳს ზემო თქუმულთა ჭეშმარიტებისა ქადაგებითა დამაშურალთაჲსა მოვწერე მანდა შესაკრებელისა თქუენისა და რაჲთა ყოველნი შვილნი ეკლესიისანი ზოგად იღუწიდენ ესევითართა მათ. არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შეიწყნარებს სიტყუათა ჩემთა. ხოლო შენ იხილე შინებით თქუმაჲ მოციქულისაჲ. არა რისხვასა უთქუამს, არცა განკანონებასა, არამედ მოჴსენებასა ოდენ ბოროტთა საქმეთა მისთასა. რამეთუ არა თჳთ შურ-იგებს, არცა ბოროტსა რასმე უყოფს, არამედ ოდენ მოაჴსენებს სიბორეტესა ქცევისა მისისასა, ნუ-უკუე მოიქცეს და შეინანოს მგმობარ ყოფაჲ მოციქულისაჲ და თჳთ არა შესლვაჲ ბჭესა უცხოთმოყუარებისასა და შემავალთა ყენებაჲ.
3 იოანე 1:9
8. ხოლო ჩვენ გვმართებს შევიწყნაროთ ამნაირნი, რათა შევეწიოთ ჭეშმარიტებას.9. ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ.10. ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ.
3 იოანე თავი 1