3 მეფეთა 1:38
37. როგორც ჩემს მეფე-ბატონთან იყო უფალი, ასევე იყო სოლომონთანაც. ჩემი მეფე-ბატონის, დავითის ტახტზე მეტად აღამაღლოს მისი ტახტი.38. ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.39. გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. ჰკრეს ბუკს და დაიძახა მთელმა ხალხმა: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
3 მეფეთა თავი 1