3 მეფეთა 1:39
38. ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.39. გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. ჰკრეს ბუკს და დაიძახა მთელმა ხალხმა: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!40. უკან ამოჰყვა მთელი ხალხი, სტვირს უკრავდა ხალხი და ხარობდა დიდი სიხარულით, მიწა იპობოდა მათი ყიჟინისგან.
3 მეფეთა თავი 1