3 მეფეთა 10:25
24. მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.25. ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები. ასე იყო ყოველწლიურად.26. თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს; ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი; განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
3 მეფეთა თავი 10