3 მეფეთა 10:26
25. ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები. ასე იყო ყოველწლიურად.26. თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს; ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი; განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.27. ვერცხლი ქვის ფასი გახადა მეფემ იერუსალიმში, ხოლო კედარი გაამრავლა სიკომორის ხესავით, დაბლობებში რომ არის.
3 მეფეთა თავი 10