მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 მეფეთა 11:34

33. ის იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ფინიკიელთა ღმერთს, ქამოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონიანთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემ თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი დავითი იცავდა.34. არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დამიდგენია იგი მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და წესებს.35. მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ შტოს.
3 მეფეთა თავი 11
34. არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დამიდგენია იგი მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და წესებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...რულებულსა იტყოდეს კუალად მოსლვად, არამედ მიმსგავსებულთათჳს სათნოებისა მისისათა. და ეზეკიას ჰრქუა ღმერთმან: „შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა“. და სოლომონსა ჰრქუა, ვითარმედ: „დავითისთჳს არა განიყოს მეფობაჲ იგი დღეთა შენთა ზე“. და ესრეთ ყოვლით კერძო დიდ იყო სახელი დავითისი წინაშე ღმრთისა და კაცთა. ამისთჳს რომელი-იგი უსახელოვნეს და უმახლობელეს იყო, იგი აჴსენა პირველად და მერმე აბრაჰამ შემოიღო შორის, რამეთუ ებრაელთა მიმართ უზეშთაეს აბრაჰამისა ჴსენებაჲ არა ჯერ-იჩინა, რამეთუ ესენი იყვნეს სახელოვან უფროჲს ყოველთასა: ერთი იგი, ვი-თარცა წინაწარმეტყუელი და მეფე, და მეორე, ვითარცა მამათმთავარი და წინაწარმეტყუელი.

იტყჳან უკუე მრავალნი, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ დავითის ტომისაგან იშვა ქრისტე, ვინაჲთგან არა თესლისაგან მამაკაცისა იშვა, არამედ დედისაგან ქალწულისა? ხოლო ქალწულისა მის ტომთა სახელი არა ჴსენებულ არს სახარებასა შინა; ვინაჲ ვისწაოთ, თუ დავითის ტომისაგან იყო ქალწული იგი? რამეთუ ორი ესე საძიებელ არს: რაჲსათჳს დედისა მის ქალწულისა, რომლისაგან იშვა ქრისტე, თესლ-ტომი არა აჴსენა? და რაჲსათჳს იოსებ, რომელსა არარაჲ აქუნდა მთავრებაჲ შობასა შინა ქრისტესსა,...

სრულად ნახვა