3 მეფეთა 13:32
31. დამარხა და უთხრა თავის შვილებს: როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია; მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები.32. რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.33. ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობოამს ბოროტ გზაზე სიარული, კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს. ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი.
3 მეფეთა თავი 13