3 მეფეთა 13:33
32. რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.33. ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობოამს ბოროტ გზაზე სიარული, კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს. ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი.34. ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობოამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა მიწის პირისგან.
3 მეფეთა თავი 13