მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 მეფეთა 19:20

19. წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, რომელიც მიწას ხნავდა. თორმეტი უღელი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.20. მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები. უთხრა: წადი და მიბრუნდი, რადგან რა გამიკეთიბია შენთვის?21. გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი. ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. თავად ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა.
3 მეფეთა თავი 19
20. მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები. უთხრა: წადი და მიბრუნდი, რადგან რა გამიკეთიბია შენთვის?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...მათ ანგელოზთა თანა და შერთვად კრებულსა მათსა. ვერ გულისჴმა-გიყოფს ესრეთ სიტყუაჲ ჩუენი, ვითარ ხილვაჲ თუალითა. ნუ იტყჳ: განვაზრახო ცოლსა ჩემსა და ვიურვნე საქმენი ჩემნი. ესე სიტყუანი დროებისანი დაჴსნილობისა დასაბამ არიან. ისმინე, რამეთუ ინება ვინმე მოკითხვად სახლეულთა თჳსთა, და არა შეუნდო წინაჲსწარმეტყუელმან.

და რად ვიტყჳ მოკითხვასა სახლეულთასა? მამისა თჳსისა დამარხვაჲ ენება მოწაფეთაგანსა ვისმე, და არცა ესე შეუნდო ყოფად ქრისტემან. ; და რაჲმცა იყო უმეტეს ამისა საჭიროჲ და სათანადოჲ საქმე, ვითარ დამარხვაჲ აღსრულებულისა მამისაჲ? არამედ ესეცა დააყენა. რაჲსათჳს-მე ყო ესე? ამისთჳს, რამეთუ ეშმაკი ყოვლითა ძალითა ზედადგას დახრწევად ჩუენდა გზათაგან საღმრთოთა, და უკუეთუ რაოდენიცა პოოს მიზეზი მცირედისა უცალოებისა და დროებისაჲ, დიდსა უდებებასა იქმს.

ამისთჳს ბრძენი იგი იტყჳს: „ნუ სდროებ დღითი-დღე, უკუეთუ გნებავს გზასა მას საღმრთოსა წარმატებად“.

უკუეთუ ყოველივე ღმრთისათჳს უგულებელს-ჰყო, ყოველივე კეთილად განგემარჯოს, ვითარცა იტყჳს: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი...

სრულად ნახვა