3 მეფეთა 21:18
17. მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბელს:18. ადექი და დახვდი აქაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.19. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები. კიდევ უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები.
3 მეფეთა თავი 21