...თ ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“ ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“; ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“. იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვლითა უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყალობელი იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ: „და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ამისთჳს იყო დიდ ფრიად, რამეთუ განსაცდელი იგი არა ჴორციელთა საქმეთათჳს იყო, არამედ - წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომაჲ სასუფეველისაგან ცათაჲსა და კეთილთა მათგან წარუვალთა; და პირველ მერმისა მის ჭირისა აქავე ყოველთა უსაწყალობელეს არს ესევითარი იგ...
3 მეფეთა 21:19
18. ადექი და დახვდი აქაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.19. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები. კიდევ უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები.20. უთხრა აქაბმა ელიას: მაინც მომაგენი, ჩემო მტერო! მიუგო: მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტად მოქცეულიყავი უფლის თვალში.
3 მეფეთა თავი 21