მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 მეფეთა 3:11

10. მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი.11. უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად.12. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.
3 მეფეთა თავი 3
11. უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

...ყველაფერს ვაკეთებთ. მაშ, იხილე, რამდენი კაცი იქნა ასე შესმენილი: კორნელიოსი თავისი ცხოვრებით; სიროფინიკიელი ქალი თავისი დაჟინებით; სოლომონი თხოვნის წესით, რადგან უთხრა : „და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი“ (); მეზვერე თავმდაბლობით; სხვები კი სხვა მიზეზებით. ამრიგად, როგორც ამათგან ხდება შესმენა, ასევე სხვა მიზეზებით ხდება არშესმენაც, თუნდაც მთხოვნელნი მართალნი იყვნენ.

რადგან ვინ ყოფილა პავლეზე უფრო მართალი? მაგრამ რადგან არასასარგებლო ითხოვა, არ იქნა შესმენილი. ამის შესახებ ამბობს: „და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა“ (), და მითხრა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (). და კვლავ, ვინ ყოფილა მოსეზე უფრო მართალი? მაგრამ არც ის იქნა შესმენილი, რადგან ღმერთმა უთხრა: „კმა იყავნ შენდა“ (...

სრულად ნახვა