...აწერტელ ჴორცთა, რამეთუ ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო "სატან" ენითა ებრაელთაჲთა მჴდომსა სახელ-ედების. აწ უკუე, ქადაგ წინააღმდგომ და მჴდომ მოციქულისა ეწოდა ალექსანდრეს მჭედელსა, ჳმენეოსს და ფილიტოსს, რამეთუ ესრეთ წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, მესამესა თავსა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატან" (), ესე იგი არს მჴდომ და წინააღმდგომ. ეგრეთვე ქადაგ წინააღმდგომ მოციქულისა იყო ყოველი წინააღმდგომი, დამაყენებელი ქადაგებისა მისისაჲ, მდევნელნი, შემპყრობელნი, მცემელნი, რომელთა-იგი სატან უწოდს, ვითარცა მსახურთა სატანაჲსთა, რამეთუ, ვითარ იგი წინა-აღუდგა ღმერთსა და ამისთჳს სატანა ეწოდა, რომელ არს მჴდომი, ეგრეთვე, რომელნი ქადაგებასა ღმრთისასა წინა-აღუდგებოდინ, მათცა სამართლად სახელ-ედების სახელი ესე, ვითარცა შვილთა მამისა მათისა ეშმაკისათა. ხოლო შენ, გესმეს რაჲ გარდარეულებაჲ გამოცხადებათაჲ, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მრავალთა და ურიცხუთა ხილვათა თჳსთაგან ერთი ესე ოდენ უთქუამს, და ესეცა მიფარულად-რე, ვინაჲცა სიმრავლესა თჳსთა ხედვათა წარმატებისასა მიფარულად-რე იტყჳს, ხოლო საწერტელსა ჴორცთასა და მიზეზსა მისსა — განაცხადებს; რამეთუ დევნულებანი იგი და ჭირნი და პყრობილებანი განჰკაფდეს ჴორცთა მისთა, და მისი იგი სიმრავლე ჭირთაჲ წინაშე პირსა სხუა...
3 მეფეთა 5:4
3. შენ იცი, რომ ვერ შესძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღვთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი.4. ახლა კი ჩამომიგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა; აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ფათერაკი მელის რაიმე.5. აჰა, და ვფიქრობ ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს.
3 მეფეთა თავი 5