4 მეფეთა 18:13
12. იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა; არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ.13. ხიზკიას მეთოთხმეტე წელს მიუხდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი.14. შეუთვალა იუდას მეფემ, ხიზკიამ, აშურის მეფეს ლახიშში: დამნაშავე ვარ. გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო.
4 მეფეთა თავი 18