4 მეფეთა 18:14
13. ხიზკიას მეთოთხმეტე წელს მიუხდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი.14. შეუთვალა იუდას მეფემ, ხიზკიამ, აშურის მეფეს ლახიშში: დამნაშავე ვარ. გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო.15. გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა.
4 მეფეთა თავი 18