მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

4 მეფეთა 19:35

34. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.35. იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთ ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა.36. აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.
4 მეფეთა თავი 19
35. იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთ ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უფლის სახელით ძლევა გამოუვალობაში:

...ღმერთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ არავინ მიითვისოს დიდება თავისთვის. ეს გააკეთა მსაჯულთა ისტორიაშიც, გედეონის შემთხვევაში (მსაჯ 7:2, 7). ამიტომ ეზეკიას შემთხვევაშიც, ღამით, გამარჯვების ნიშანი აღმართა (). რადგან თუ ეზეკიამ, გამარჯვებასა და ომში არაფრის შემმატებელმაც კი, მაინც ამპარტავნებით გონება დაკარგა, მხოლოდ მწკრივთან რომ მდგარიყო და დახოცილთა დაცემა ენახა, უფრო მეტად არ დაემართებოდა ეს? ამიტომ, როცა საქმეები ადამიანური სასოების მხრივ უიმედოდ ჩაითვლება, მაშინ ღმერთი მოავლენს თავისგან მომდინარე თანაშემწეობას. ეს გააკეთა გოლიათის შემთხვევაშიც (); ესვე - მოციქულების შემთხვევაშიც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,“ ()....

სრულად ნახვა