მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

4 მეფეთა 2:11

10. უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება.11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.12. უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია.
4 მეფეთა თავი 2
11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიცოცხლის ქება და უფლის სწავლა:

...აღდგენა და დამპალი, დაძველებული სახლის ამდენი ხნით შენარჩუნება. ნუთუ ვერ ხვდები, რომ მან არარასაგან შექმნა? მაშ, მით უფრო შეუძლია აღადგინოს. აღდგომის სხვა ხატიც გაქვს: ვგულისხმობ ელიას ატაცებას, რომელიც დღემდე არ აღსრულებულა სიკვდილით (). ღმერთისთვის ყველაფერი ადვილი და იოლია. ამბობს: „არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ“ (). წინასწარმეტყველიც ამბობს: „ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა“ (; ). ნუთუ ვერ ხედავ, რომ ხუროს საქმეც შენთვის ძნელია? მაგრამ მის ხელობას მაინც ენდობი. და თუ თანამონის ხელობას ენდობი, მეუფის სიბრძნეს კი ანგარიშს სთხოვ და მომხდარს რწმენით არ იღებ? რა დიდი უგუნურების ღირსია ეს!

„არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე“ (). თუ ვინმე ამ ნათქვამს აღმყვანებითი აზრითაც მიიღებს, არ შეცდება....

სრულად ნახვა