მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

4 მეფეთა 20:3

2. კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიამ და შეევედრა უფალს:3. უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია.4. შიდა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა.
4 მეფეთა თავი 20
3. უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:

..., ხოლო მეორესა მას ზედა - მოხარული, უკუეთუ რაჲ აქუნ ესევითარი. ეგრეთვე ეზეკია, ოდეს-იგი მიეახლა სიკუდილად, არა მოიჴსენა დიდებაჲ თჳსი და საშუებელნი მეფობისა მისისანი, არამედ სიმართლე თჳსი, და იტყოდა: „მოიჴსენე უფალო, ვითარიგი ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებითა და გულითა სრულითა და სათნოებაჲ წინაშე შენსა ვყავ“. იხილე პავლეცა, ოდეს ცნა მოახლებაჲ აღსასრულისა თჳსისაჲ, რასა ზედა იქადოდა: „ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“. რამეთუ ჭეშმარიტად ოდეს მოიწიოს ჟამი იგი აღსრულებისაჲ, ყოველივე სოფელი და საქმენი მისნი ვითარცა არარანი გამოჩნდებიან, და სათნოებანი ხოლო არიან ნუგეშინისსაცემელ სულისა მის, რამეთუ შუებისათჳს და განცხრომისა და სხუათა მათთჳს საქმეთა საწუთროჲსათა სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, ხოლო კეთილთა საქმეთათჳს სასყიდელსა მოველით მოღებად.

არა ჰხედავთა, დღესა მას სიკუდილისასა ვითარ შეაიწრებენ და შეაშფოთებენ სულსა ცოდვანი? ხოლო მწარესა მას ჟამსა შინა მოვიდის ჴსენებაჲ კეთილთა საქმეთაჲ და ნუგეშინის-სცის შეშფოთებულსა მას სულსა, ვითარცა-რაჲ ღელვაგუემულსა ეწიის მყუდროებაჲ შუენიერი. უკუეთუ არა გუაქუნდენ საქმენი კეთილნი, ჵ შიში იგი, რომელი მაშინ გუეწიოს ჩუენ...

სრულად ნახვა