4 მეფეთა 21:6
5. აუშენა სამსხვერპლოები ცის მთელ ვარსკვლავეთს უფალის სახლის ორსავე ეზოში.6. ცეცხლში ატარებდა თავის შვილს, მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები, ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.7. გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითს და მის ძეს სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, სამარადისოდ დავამკვიდრებო ჩემს სახელს.
4 მეფეთა თავი 21