4 მეფეთა 21:7
6. ცეცხლში ატარებდა თავის შვილს, მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები, ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.7. გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითს და მის ძეს სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, სამარადისოდ დავამკვიდრებო ჩემს სახელს.8. აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელის ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მის მამა-პაპას, ოღონდ მოექცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, და თანახმად რჯულისა, ჩემმა მორჩილმა მოსემ რომ დაუწესაო მათ.
4 მეფეთა თავი 21