4 მეფეთა 23:13
12. სამსხვერპლოებიც, ახაზისეული სამყოფელის ბანზე იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მენაშემ უფლის სახლის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კედრონის ხევში ჩაყარა მისი ფერფლი.13. წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს, ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს, მოაბის სიბილწეს, და მილქომს, ყამონიანთა სისაძაგლეს.14. დაამტვრია სვეტები და გაჩეხა მუხნარი, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი.
4 მეფეთა თავი 23