4 მეფეთა 23:14
13. წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს, ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს, მოაბის სიბილწეს, და მილქომს, ყამონიანთა სისაძაგლეს.14. დაამტვრია სვეტები და გაჩეხა მუხნარი, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი.15. ბეთელის სამსხვერპლოც და ისრაელის შემაცდენელის, იერობოამ ნაბატის ძის გამართული გორაკი, ეს სამსხვერპლოც და გორაკი დაანგრია; გადაწვა გორაკი და გააცამტვერა, გადაწვა აშერაც.
4 მეფეთა თავი 23