4 მეფეთა 4:26
25. გაემგზავრნენ, და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: აგერ, ის შუნამელი ქალი.26. აბა, გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: როგორ ხარ-თქო, როგორ არის-თქო შენი ქმარი, როგორ გყავს-თქო შვილი. მიუგო ქალმა: კარგად.27. მივიდა ქალი ღვთისკაცთან მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ გაერიდებინა მისგან, მაგრამ უთხრა ღვთისკაცმა: თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის.
4 მეფეთა თავი 4