მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

4 მეფეთა 4:27

26. აბა, გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: როგორ ხარ-თქო, როგორ არის-თქო შენი ქმარი, როგორ გყავს-თქო შვილი. მიუგო ქალმა: კარგად.27. მივიდა ქალი ღვთისკაცთან მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ გაერიდებინა მისგან, მაგრამ უთხრა ღვთისკაცმა: თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის.28. თქვა ქალმა: მითხოვნია შვილი ჩემი ბატონისთვის? ხომ ვთქვი, ტყუილად ნუ დამპირდები-მეთქი.
4 მეფეთა თავი 4
27. მივიდა ქალი ღვთისკაცთან მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ გაერიდებინა მისგან, მაგრამ უთხრა ღვთისკაცმა: თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ჭირი და სულიერი აღმასვლის დასაწყისი:

...სვლა და ლოცვების ფრთაშესხმულად ქცევა, რათა ჭირში არ გაღიზიანდე და არ შეწუხდე, არამედ მათგან სარგებელი მოიმკო. რადგან თუ წინასწარმეტყველი ელისე, ადამიანი რომ იყო, მისკენ მიმავალი ქალის განდევნის ნებას მოწაფეს არ აძლევს და ეუბნება: „აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს“ (), ამით სხვა არაფერს აჩვენებს, თუ არა იმას, რომ მას დიდი გამართლება აქვს და ჭირი შუამდგომლად უდგას; მით უმეტეს ღმერთი არ უკუაგდებს შენ, როცა ტკივილით სავსე სულით მიუახლოვდები.

ამის გამო ქრისტეც მგლოვიარეთ ნეტარად აცხადებს, ხოლო მოცინართ ვაის ეუბნება. ამის გამო ნეტარებათა დაწყებისას შესავალიც აქედან გააკეთა და თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.“ () ამიტომ, თუ გსურს ამ აღსავლებით ახვიდე, მოჰკვეთე ცხოვრების მოდუნებულობა და მოშვებულობა, თავი შრომატევადი ცხოვრების წესით შეკარი და მიწიერ საქმეებს განეშორე. ეს არის პირველი აღმასვლა. რადგან შეუძლებელია, შეუძლებე...

სრულად ნახვა