...რამედ ვინაჲთგან სძლიოს კაცსა, მიერითგან სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, რომელ დაარწმუნებს, რაჲთა მადლიერცა მისა იყვნენ, და რაზომცა ჰმონებდენ მას, ესეოდენცა აღორძნდების გულისთქუმაჲ მათი, და ესრეთ უკურნებელ იქმნების სენი იგი და მჴეცი იგი - უბრძოლელ. ამან გეეზი განაკეთროვნა; ამან ანანია და საფირა წარწყმიდნა; ამან იუდა ქრისტეს მიმცემელ ყო; ამან ჰურიათა მთავარნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს; ამან აღავსნა სისხლითა გზანი და გლოვითა და გოდებითა - ქუეყანანი; ამან შეაგინნა მრავალნი და ტაბლები ბილწებისაჲ დააგო და სანოვაგები უშჯულოებისაჲ. ამისთჳს „კერპთმსახურებად“ უწოდა მას პავლე. ; ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ რომელთამე აქუს საფასჱ და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვი-თარცა სიწმიდესა რასმე, რომელსა ვერ იკადრებნ კაცი მიახლებად, და უკუეთუ ოდესმე აიძულნენ მიახლებად მათა, ესრეთ შეურაცხიეს, თუ ბოროტი რაჲმე ქმნეს; და ვითარცა კერპთა, ეგრეთ დაჰმარხვენ საფასე-თა, შეწყუდე...
4 მეფეთა 5:27
26. უთხრა: არსად არ წასულა ჩემი გული, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება. დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთსა და ყურძენს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს?27. შენ და შენს შთამომავლობას გადაედოს ნაყამანის კეთრი სამარადისოდ. და წავიდა მისგან გეხაზი კეთროვანი, როგორც თოვლი.
4 მეფეთა თავი 5