4 მეფეთა 5:8
7. როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: ღმერთი არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის, კეთრისგან განკურნეთ ეს კაცი. იცოდეთ, შემოჩენილია იგი და მიზეზს ეძებს.8. როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოუხევიაო ისრაელის მეფეს, შეუთვალა: რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში.9. მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა.
4 მეფეთა თავი 5