მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

4 მეფეთა 5:9

8. როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოუხევიაო ისრაელის მეფეს, შეუთვალა: რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში.9. მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა.10. გაუგზავნა მოციქული ელისემ და შეუთვალა: წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები.
4 მეფეთა თავი 5
9. მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).:

...სა, უკუეთუ არს მის თანა ძალი განკურნებად და ესრეთ წარვლენად სილოამს? რამეთუ მრავალგზის განბანილ ვარ მუნ, და არარაჲ სარგებელ ქმნილ არს ჩემდა. უკუეთუმცა ძალი რაჲმე აქუნდა, აწმცა განმკურნა თჳთ. ვითარცა-იგი ნემან იტყოდა ელისჱსთჳს, რაჟამს-იგი უბრძანა მან წარსლვაჲ და განბანაჲ იორდანეს, და იგი ურწმუნო იყო. ხოლო ბრმამან მან არა ესრეთ ქმნა, არცა ურწმუნო იქმნა, არცა სიტყუა-უგო, არცა ორგულ იქმნა, თუ: ვისდა აღუხილვან თუალნი თიჴითა? არარაჲ თქუა ესევითარი. ჰხედავა სარწმუნოებასა ამას მტკიცესა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს ამის მიერ, ვითარმედ შემდგომად ჯუარცუმისაცა ეგულებოდა ზრუნვაჲ უშჯულოთათჳს და მოყვანებაჲ სარწმუნოებად მრავალთა, რამეთუ ჯერეთ დღე არსო, ხოლო ამისა შემდგომად სრულიად განჰყოფს მათ. და ამას მოასწავებდა და იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი სხუათაცა ეტყოდა, ვითარმედ: „ირწმუნეთ, ვიდრე ნათელი თქუენ თანა არს“. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: ვითარ, რომელ პავლე „ღამედ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“?...

სრულად ნახვა