მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

4 მეფეთა 6:26

25. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში, სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული; სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად გადიოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე - ხუთ ვერცხლად.26. გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: მიშველე, მეფე-ბატონო!27. უთხრა: თუ უფალმა ვერ გიშველა, მე საიდან გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?
4 მეფეთა თავი 6
26. გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: მიშველე, მეფე-ბატონო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომი და წარსულ სასჯელთა მოწმობა:

...ასიანეს ჟამს მაკედონელთაგან მოწეული უბედურებანი? მინდა, საყვარელო, ერთი რამ გიამბო, მაგრამ უკან ნუ დაიხევ; უფრო სწორად, ჯერ სხვა რამეს გეტყვი. ოდესღაც შიმშილობა ჩამოვარდა, ამბობს წერილი, და „მეფე ისრაჱლისა იქცეოდა ზედა ზღუდესა მას“ (); მაშინ მივიდა მასთან ერთი ქალი და მეფეს ასეთი სიტყვები უთხრა: მეფეო, „ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე. და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა: აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი.“ (). რა არის ამ უბედურებაზე უფრო მძიმე? კვლავ, სხვაგან წინასწარმეტყველი ამბობს: „ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი.“ (). ამრიგად, იუდეველებმა ასეთი სასჯელი მიიღეს; ჩვენ კი განა გაცილებით მეტად არ დავისჯებით?

4. გადადებული სასჯელი და გეენის ხსოვნა

გსურს, მათი სხვა...

სრულად ნახვა