მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

აბაკუმი 1:14

13. სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?14. ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით.15. ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს.
აბაკუმი თავი 1
14. ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კიდობნის დახშვა და ნოეს ცხოვრება მასში (7:16):

...ამი) სოდომელთათვის (). წინასწარმეტყველთაგან კი ერთი, მაგალითად, ამბობდა: „ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა" (), ხოლო მეორე: „ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა... არ მქონებელთა წინამძღუარისათა" ()? ამრიგად, თუ მართალი ისედაც უკვე აღშფოთებული იყო სულით და სწუხდა გულით, იმისთვის, რომ (საყოველთაო დაღუპვის) სანახაობას კიდევ უფრო დიდ სულიერ შემუსვრილებაში არ ჩაეგდო იგი, ღმერთმა ის კიდობანში გამოკეტა, თითქოს საპყრობილეში; ისე, რომ საკუთარი თვალებით ვერ ხედავდა მომხდარს და ამით შიშში არ ვარდებოდა. ბუნებრივია, რომ წყლის უჩვეულო მომატებას რომ ხედავდა, შეშფოთდებოდა, ნუთუ თავადაც არ დაიხრჩობაო. ასე იფარავდა მას კაცთმოყვარე ღმერთი — არ აძლევდა უფლებას წყლის სტიქიაც დაენახა და (ადამიანთა) დაღუპვაც და ქვეყნიერების გაუდაბურებაც. როცა ამ მართლის კიდობანში ყოფნაზე ვფიქრობ, მე ვკვირობ და ვაკვირდები და ყველაფერს ღვთის იმავე კაცთმოყვარეობას მივაწერ. მართლაც, მის შეწევნას რომ არ ემტკიცებინა მის სულს და ძნელს ადვილად არ ექცია, როგორ, მითხარი, შეეძლო თავისი მდგომარეობის ატანა, კიდობანში გამოკეტილს, როგორც საპყრობილეში და საშინელ სატუსაღოში? რ...

სრულად ნახვა