მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

აბაკუმი 3:10

9. შენ იშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა.10. დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.11. მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე.
აბაკუმი თავი 3
10. დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
11. ღმრთის იარაღთა სახეები და სასჯელის შიში:

...ღმერთს კაცობრივ სახეს მიაწერენ, რადგან წერილში ითქმის, რომ მას ხელები, ფეხები და თვალები აქვს? ნუთუ ზეცაში მშვილდებია, ისრები, სალესი, მახვილი და კაპარჭი? და მართლაც, სხვა ამბობს: „შენ რომ შეხედავ, მთები შენ წინაშე შეძრწუნდებიან“ (). და თვითონ ესეც ამბობს: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (). ხოლო თუ იგი მხოლოდ შეხედვით მიწას და ქვათა ბუნებასაც კი ადნობს, მით უფრო შეძლებს ამას ადამიანებზე. მაშ, რატომ ითქმის, რომ მას მახვილი და მშვილდი აქვს, როცა მას შეუძლია ქვეყნიერება მხოლოდ შეხედვით დაამხოს, უფრო სწორად კი, მხოლოდ ნებითაც? რადგან მას, ვინც იგი მხოლოდ ნებით შექმნა, ცხადია, მხოლოდ ნებითვე შეუძლია მისი აღხოცვაც. რადგან თუ „ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“ (), და „დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი“ (), და **...

სრულად ნახვა